არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე “ძალა ერთობაშია” სრული შემადგენლობით ისევ შეიკრიბა. პოლიტიკური სუბიექტებით დაკომპლექტებულ მაგიდასთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძეც გამოჩნდა.
დღევანდელ შეხვედრაზე საარჩევნო სტრატეგია განიხილეს.
გაერთიანებული ოპოზიციის თქმით, ოლიგარქის დასამარცხებლად ერთობა მნიშვნალოვანია.
თუმცა, რამდენად იქნება შეთანხმება და მხარდაჭერა ერთმანეთის კანდიდატების, თუ მხოლოდ სიტყვიერად დარჩება ისევ ერთობა – ამას რამდენიმე დღეში გავიგებთ.
კომენტარები