საქართველოს მესამე პრეზიდენტმა “მთავარი არხის” ეთერში, ნიკა გვარამიას გადაცემაში “მთავარი აქცენტები” განაცხადა:
მე ყოველთვის ძაან მომწონდა გიორგი ვაშაძე, როგორც ბევრი სხვა ადამიანი, და ყოველთვის იმედებს ვამყარებდი მასზე. ყოველთვის მინდოდა მიმეცა მისთვის შანსი, თუმცა, ზოგი ამართლებს ამ შანსებს, ზოგი არა. ხელით მთელი ცხოვრება ვერავის ვათრევ. სანამ რაღაც ჯგუფში მუშაობდა, თავისი სასარგებლო ფუნქცია ჰქონდა და ამ ფუნქციას ასრულებდა ნამდვილად. მე არაფერი პირადი წყენები არ მაქვს ხოლმე. როდესაც პოროშენკომ პრაქტიკულად კინაღამ ფიზიკურად გამანადგურა და ძალიან სერიზულად დამამცირა, ამის შემდეგ გიორგი ვაშაძე იყო მისული მასთან, როგორც საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგი, მაგრამ მე ეს არ მწყენია და არაფერი გამხსენებია, რაც იყო, იყო. ახლა რაც ხდება, ეს არის თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის თამაში, როგორმე დაგვშალოს. ივანიშვილმა ეს თამაში გაათამაშა 2016 წელს, სცადა 2018-ში და ცდილობს ახლა, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ნიკა გვარამიას შეკითხვაზე, გიორგი ვაშაძე მართულია ბიძინა ივანიშვილის მიერ თუ უნებურად ასრულებს მის დავალებას, მიხეილ სააკაშვილი ასე პასუხობს:
“არ ვიცი რა არის, მაგრამ ფაქტია, რომ გადავიდა ბნელ მხარეს, არასწორ მხარეს. აქ უნდა იყოს შავი და თეთრი, ნათელი და სიბნელე. ადამიანი თუ გადადის ბნელ მხარეს, ის არის ბნელ მხარეს. მე არ ვიცი ჩხარტიშვილმა გადაიყვანა თუ ვინ”..
მისივე თქმით, იმის თქმის საფუძველს, რომ ვაშაძე “ბნელ მხარეს გადავიდა” აძლევს: “იმიტომ რომ ყველაფერი, რაც ახლა კეთდება, სხვადასხვა ჯგუფები და ა.შ. ერთმანეთს ვებრძვით და ერთმანეთზე ვლაპარაკობთ იმის მაგივრად რომ ივანიშვილზე ვკონცენტრირდეთ, ეს რა თქმა უნდა ივანიშვილის თამაშია”.
არ მინდა ამაზე ბევრი ლაპარაკი. არ არის ისეთი ფიგურა ვაშაძე, რომ მე ბევრი დრო დავხარჯო, არის ერთმ ხარეს ბიძინა ივანიშვილი და მეორე მხარეს არის ქართველი ხალხი რომელთან ერთადაც ვარ მე. ვისაც უნდა ივანიშვილის მარიონეტობა და ვისაც უნდა, რომ ივანიშვილის თამაში ითამაშოს, ვერ ითამაშებს ვერც ეგ და ვერც ვერავინ, იმიტომ რომ მე ვარ ამ კამპანიაში ბოლომდე ჩართული და მე ვაპირებ ივანიშვილის დამარცხებას ქართველ ხლხთან ერთად, “ნაციონალური მოძრაობა” არის ის ჯგუფი და ის ძალა, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილს. საერთოდ ეჭვიც არ მეპარება ამაში და “ნაციონალური მოძრაობა” არის ძალა, რომელიც დაიწყებს საქართველოს ხელახლა აღმშენებლობას, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძე თაკო ჩარკვიანთან ერთად გამოეყო ბლოკს “ძალა ერთობაშია” და ახალი პოლიტიკური ბლოკი, “სტრატეგია აღმაშენებელი” დააფუძნა. ამის შემდეგ კი ვაშაძემ განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრობისთვის ბრძოლასაც გეგმავს.
ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც გაიმარჯვებს ბნელ მხარეზე, – ასე პასუხობს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტს.
მთავარი
კომენტარები