საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ ლგბტ თემის საჯარო გამოსვლების მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება რელიგიურ ტრადიციებსა და საბჭოთა პურიტანიზმს ეფუძნება.
მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა კონფლიქტი აცილებული იყოს.
„სამართალდამცველებმა მოახერხეს ამ სიტუაციების მართვა. ისინი ეფექტიანად იცავენ უმცირესობებს ფიზიკური ძალადობისგან“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
კომენტარები