მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისის პროკურატურის მიერ, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას გამოეხმაურა:
“2 წლის განმავლობაში ყველა „ბოტი” და „ტროლი” იბრძოდა ჩემს წინააღმდეგ. იმათაც კი შერცხვათ, რომ ამდენ უნამუსობაზე მიდიოდნენ და იმათ შეწყვიტეს ამ თემაზე საუბარი.
თემირლანს ხელყუმბარა არ ჰქონია. ხელყუმბარა არის შემოტანილი. ამისთვის ყველა მტკიცებულება, ყველა ფაქტი იმას გვეუბნება, რომ 3 საათის განმავლობაში თემირლანი იმ შემოტანილ ხელყუმბარასთან ერთად ჰყავდათ სპეცრაზმელებს და სუს-ის თანამშრომლებს ხელში. 3 საათის განმავლობაში მე და ჩემი ოჯახი ვიყავით ტყვედ აყვანილი იარაღის ქვეშ.
ჩვენ როცა ვითხოვდით მტკიცებულებების გადმოცემას, ყველაფრის უარზე მიდიოდნენ, საერთოდ ყურადღებას არ გვაქცევდნენ. შემდგომში, სტრასბურგმა როგორც კი მოითხოვა ეს მტკიცებულებები, მაშინვე გაასაჯაროვეს. ის მტკიცებულებები ყველამ კარგად დავინახეთ, რომ იყო სასაცილო და სიმახინჯე. არანაირი ხელყუმბარა არ ყოფილა, თემირლანს ჰქონდა ხელში ტელეფონი.
ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებ, როგორც ვიბრძოდი დღემდე. ამ ბრძოლას ბოლომდე აუცილებლად მივიყვან და დავსჯი ყველა იმ ადამიანს. ჩემი ბრძოლის გეგმა დღეს ის არის, რომ ყველა იმ ადამიანთან ერთად გავაგრძელო ბრძოლა და მივიყვანო ეს საქმე ბოლომდე, ვაღიარებინო დღევანდელ სისხლიან ხელისუფლებას დანაშაული”
კომენტარები