გიორგი ვაშაძე „ძალა ერთობაშიას“ გამოეყო და „სტრატეგია აღმაშენებელი“ დააფუძნა, მას თან გაჰყვა პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი, რომელიც კენჭს საბურთალოს რაიონში იყრის.
გიორგი ვაშაძის ოპოზიციური მაგიდიდან წასვლას, გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი.
„პრაიმტაიმი“ თაკო ჩარკვიანს დაუკავშირდა და მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასება სთხოვა.
– ქალბატონო თაკო, როგორ შეაფასებთ მიხეილ სააკაშვილის მიერ, გუშინ გაკეთებულ განცხადებას?
– სააკაშვილს ფეისბუქით ფერადი ყვავილები გავუგზავნე. მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმ ნაბიჯის სისწორეში, რომელიც გადავდგი და ჩემი პარტია „კანონი და სამართალი“, გიორგი ვაშაძის პლატფორმასთან „სტრატეგია აღმაშენებელთან“ გაერთიანებით.
2018 წელს არჩევნების მეორე ტური პოლარიზებამ მოგვიტანა და პრაქტიკულად მოგებული არჩევნები წავაგეთ.
ერთ რამეში არ ვამტყუნებ მიხეილ სააკაშვილს, ის აქ არ ცხოვრობს და როდესაც სამშობლოდან შორს ხარ, სხვაგვარად ჩანს ყველაფერი. ამიტომ, შესაძლოა მართლა შავ-თეთრი ჩანს ყველაფერი, მაგრამ ეს ასე არ არის, ხალხი და ამომრჩეველი შავ-თეთრად არ აზროვნებს.
ბევრია, ვისაც არ სურს პოლარიზებულ არჩევნებში მონაწილეობა. ერთხელ დავწერე კიდეც და ახლაც მიკვირს, მის გვერდით ორმაგი სტანდარტის მქონე პირების გარემოცვაში როგორ მოახერხა რეფორმების ჩატარება?
ის რეფორმატორია, ვრჩები ამ რეფორმების პატივისმცემლად, მაგრამ მინდა მხოლოდ რეფორმები დარჩეს და ის შეცდომები რომელიც მისი მმართველობის დროს იყო არ მინდა განმეორდეს.
პოლარიზება შეიძლება მოიტანოს ივანიშვილის და მისი განაყოფი პარტიების დატოვებამ.
ასე სიტყვის სროლა ადამიანების მიმართ, ვინც ოჯახები დააყენა საფრთხის წინაშე, არ შეიძლება. ეს განცხადება მისი შეცდომა იყო, მაგრამ ნიჭიერ ადამიანებსაც მოსდით შეცდომები.
ჭორებს რომ ავყვე, ჩემთან რა ჭორებიც მოუტანიათ სააკაშვილის შესახებ, 2018 წელს „ძალა ერთობაშია“-ს გვერდით არ დავდგებოდი.
ჩვენ მრავალხმიანობის ქვეყანა ვართ, ჩვენი გენეტიკაა ბრწყინვალე ფოლკლორი და ამაში კარგის ემტი არაფერია.
– მან თქვა, რომ გიორგი ვაშაძეს მთელი ცხოვრება ხელით დაათრევდა…
– თუ ხელით დაათრევდა 2018 წელს რატომ გვითხრა, კარგ პრემიერი იქნებოდაო. ორჯერ თქვა ეს. გულწრფელად ვუსურვებ სამშობლოში დაბრუნებას მიხეილ სააკაშვილს, ვრჩები მისი რეფორმების პატივისმცემლად და ამის პარალელურად, არ მინდა ის შეცდომები განმეორდეს.
– სააკაშვილმა ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობით მოიგებს და სრულად დააკომპელქტებს მთავრობას, თქვენ რა პროგნოზები გაქვთ?
– დასავლურ ვექტორს გასაყოფი არაფერი გვაქვს, მოვა? კარგი თუ მოვა. ვნახოთ ის გეგმა, რომელიც მას აქვს, როგორ განვითარდება.
თუ ისევ ის სცენარი განმეორდა, ისეთ კარგ კადრს, როგორიც გიორგი ვაშაძეა, რეფორმატორი, აქტიური, დასავლური ღირებულებების მქონე, ოლიგარქს უნდა დაუტოვო? ცოტა ხომ უნდა ვიფიქროთ?!
„ძალა ერთობაშია“-ს დასჭირდა პიროვნებები და ასე დაგვჭირდება ჩვენ ერთმანეთი. ცოტა უნდა იფიქროს, წინ გაიხედოს.
კომენტარები