თბილისში. ე.წ. ლონდონის ბაღში ახალგაზრდებს შორის ქუჩურს გარჩევას 18 წლის მოზარდის დაჭრა მოჰყვა. დაჭრილი ალადაშვილის კლინიკაში, რეანიმაციაში მოთავსებული და მდგომარეობა მძიმეა.
დაშავებულს ჭრილობები წელის არეში, დანით აქვს მიყენებული.
საავადმყოფოშია მისი მეგობარიც, რომლის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, 18 წლის ახალგაზრდები – საბა გაბედავა და მისი მეგობარი ნიკა ჩაჩუა დაბადების დღიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მათივე კლასელები შეხვდნენ. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი სწორედ მათთან მოუვიდათ, თუმცა რა გახდა მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები