ისრაელში გუშინ ორი პირი გადაიყვანეს სპეციალურ კლინიკაში, ეჭვობენ კორონავირუსზე, თუმცა, ჯერ დადასტურებული არ არის. იმავე დღეს ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა განცხადება:
ჯანდაცვის სამინისტრომ არაერთი ღონისძიება გაატარა, რათა თავიდან იქნას აცილებული კორონავირუსის გავრცელება ისრაელში. ამის შესახებ განაცხადა ორშაბათს, 27 იანვარს, სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა, იაკოვ ლიცმანმა
იმავე დღეს მინისტრმა ლიცმანმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც აფართოებს ისრაელის სამედიცინო დაწესებულებების უფლებამოსილებას 2019-nCoV ვირუსის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით. განკარგულების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო შეძლებს მოქალაქეების პირადი თავისუფლების შეზღუდვაც კი, საუბარია იძულებით ჰოსპიტალიზაციაზე, კორონავირუსით დაავადებული ეჭვმიტანილი ინფექციის შემთხვევაში, გარკვეულ რაიონებში მოგზაურობის აკრძალვაზე და სხვა გადაუდებელ ღონისძიებებზე.
ჯანდაცვის მინისტრმა ასევე თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში დღემდე არ გამოვლენილა კორონავირუსის შემთხვევა – სიტუაცია მოითხოვს, რომ სრული მზადყოფნა მოხდეს და ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რგოლმა უნდა იმუშავოს ამისთვის ერთად.
ისრაელის ჯანდაცვამ ისაუბრა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ძირითად რეკომენდაციებზე – თავი შეიკავონ ჩინეთში მოგზაურობისგან, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან თუ გაქვთ ცხელება და ხველა და მოგზაურობის დროს, ან ჩინეთიდან დაბრუნების 14 დღის განმავლობაში.
ინფორმაცია მოგვაწოდეს ისრაელში მცხოვრებმა ემიგრანტებმა, იგივე ინფორმაციას ავრცელებს vesty.com
კომენტარები