ნინო ბურჯანაძემ „ტვ პირველის ეთერში“ განაცხადა:
“კიდევ ერთხელ მივუსამძიმრებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალეიშვილის ოჯახს. უნდა გამოგიტყდეთ, არ ვიცოდი, აღმოჩნდა, რომ ეს ოჯახი ჩვენი ძალიან დიდი მხარდამჭერი იყო, არჩევნებზე თამარის ბებია იმ ზონაში, ანუ ქვემო ფონიჭალაში ჩვენი პარტიის წარმომადგენელი იყო.
თავად თამუნაც ჩვენი პარტიის გულშემატკივარი ყოფილა. ეს რეალურად არ ცვლის ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალების ტრაგედიას, მაგრამ კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმაში, რომ გაირკვეს ეს ამბავი.”
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალეიშვილი გარდაცვლილი 22 ივნისს იპოვნეს. მანამდე მას 4 დღის მანძილზე ეძებდნენ.
ნინო ბურჯანაძემ კი არსებული განცხადება, დღეს 4 აგვისტოს გააკეთა.
კომენტარები