გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა „ტვ პირველის” ეთერში თქვა:
„მე გამოძიებამ არაფერი ინფორმაცია არ მომაწოდა. მილიონი კითხვა დავსვი და ერთ კითხვაზეც კი არ არის პასუხი გაცემული. რატომ გავიდა თამუნა სხვა ფერის მაისურით სახლიდან და რატომ არის სურათები გადაღებული სხვა ფერის მაისურში?! სად წავიდა დრონის ჩანაწერები?! სად გაქრა მწყემსი?! ლეპტოპში რატომ წაიშალა, როდესაც ჩემი შვილი ყველაფრით სარგებლობდა. Youtube კი არა ინსტაგრამს და ზოგიერთის დასახელებას ვერც ვიმახსოვრებ, ისეთ რაღაცებით სარგებლობდა. ვის აყრიან თვალში ნაცარს?! ამიტომ ვითხოვდი დღეს FBI-ის ჩართვას, ესენი აბა რისი გამომძიებლები არიან?! თვითონ წაშლიან. ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს. არ იტყვის, აგერ ჩემი კოლეგა მკვლელიაო. იტყვის?! არ იტყვის!.
ახლა ვნანობ. ნეტავ, ჰაკერი მეპოვა და მე თვითონ გამეხსნა ის კომპიუტერი. ყველაფერს გაეცემოდა პასუხი და ასე არ დავიტანჯებოდი, ჯერ ჩემი შვილის ტრაგედიით და მერე მასზე ლაფის დასხმით და წაბილწვით, უმანკო კრავის სახელის წაბილწვით! ამით რამხელა ცოდვას იდებენ კისერზე, ხომ აზრზე არ არიან!.
მისივე თქმით, კომპიუტერთან ერთად მან „ფლეშკაც” თან წაიღო შესაბამის ორგანოში და აინტერესებს, რატომ არ არის საუბარი იმ ფლეშკაზე.
გარდაცვლილის დედამ ასევე ეჭვი გამოთქვა, რომ თამარმა სახლიდან გასვლამდე საჭირო ინფორმაცია კომპიუტერიდან ფლეშკაზე გადაწერა და ამიტომ თან არ წაიღო კომპიუტერი.
„გამოძიებისგან აღარაფერს ველოდები. სრულ უნდობლობას ვუცხადებ ამ გამოძიებას. ვინმე ბარიგას ეტყვიან, 10 ლარს მისცემენ, დაიბრალე ეს საქმეო და ასე გამოიძიებენ. მე ამათ არ ვენდობი. ჩაერთოს FBI-ი და რასაც დამიდებს დასკვნას, თანახმა ვიქნები”
კომენტარები