ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკი ჟურნალისტებთან ამბობს:
„გაუგონარი რამ ხდება, ერთ-ერთი არხის ჟურნალისტი ამბობს, რომ თითქოს იგი ფლობს ინფორმაციას, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა უპირისპირდებოდა მაღალჩინოსნებს, მაგრამ არ ასახელებს არც ამ ჩინოსნებს და არც ამ ინფორმაციის წყაროს. ანუ ერთის მხრივ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს და ვფიქრობ, ასპროცენტიანი ალბათობით შეცდომაში შეყავს როგორც საზოგადოება, ასევე რაც განსაკუთრებით უზნეობაა, გარდაცვლილის ჭირისუფალი. ასე რომ, ამ შემთხვევაში, არც ლოგიკა არ კარნახობს ჩვენს ხალხს იმას, რომ შეიძლება მართლაც რაღაც სახელმწიფო ჩინოვნიკებთან იყო გარკვეული დაპირისპირება გარდაცვლილი ადამიანისა და ადამიანი, ვინც ამ ბრალდებას ასე უტიფრად წარმოთქვამს, უარს აცხადებს დასახელებაზე“
მართლაც გაუგონარი ამბავი, ბატონო გიორგი, წყაროს დასახელებას ითხოვთ პარლამენტარები? მაღალჩინოსნები? შსს-ს და პროკურატურას არ სთხოვთ მუშაობას და ჩვენ გვთხოვთ წყაროების “გაყიდვას”?
თქვენ ხომ არ დაგვიწყებიათ რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცს არაერთი ჭრილობა რომ მიაყენეს და მოკლეს? – ხო, პოლიცია რომ იყო გარეული, იმ ამბავს გიყვებით, დიახ! – რა წყაროს დასახელება?
თქვენი წყარო ვინ არის, ბატონო გიორგი? ამ ბრძნულ აზრებს ვინ გაწვდით?
ველოდები თქვენ დაგვიანებულ რეაქციას, მარიამ ბაჩალიაშვილზე, წყაროს გარეშე გავრცელებულ ინფორმაციაზე ე.წ. თვითმკვლელობის მცდელობებთან დაკავშირებით!
კომენტარები