თბილისის საქალაქო სასამართლომ ბესარიონ, იგივე ბუსა, ჟვანიას აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოს პროკურატურამ ყურადღება გაამახვილა ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულის მხრიდან შესაძლო მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების შესაძლებლობაზე.
დაცვის მხარემ კი მოსამართლეს 50 ათას ლარიანი გირაოს, ასევ ელექტრონული მონიტორინგისა და პასპორტის ჩამორთმევის სანაცვლოდ, ჟვანიას განთავისუფლება მოითხოვა. მოსამართლე ეკატრინე კულულაშვილმა კი ბრალდების მიერ დაყენებული შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ არსებობდა რიგი გარემოებები და საფრთხე, რომ ბრალდებული ჩაიდენდა ახალ დანაშაულს.
საქმის არსებითი განხილვა 24 სექტემბერს განახლდება. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ბუსა ჟვანიას ორი დღის განმავლობაში მკურნალობდნენ. მას ლევან თოფაძის დაჭრაში ედება ბრალი. შემთხვევა თბილისში 2 აგვისტოს მოხდა. პროკურატურამ ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბუსა ჟვანიას ბრალდება გუშინ წარუდგინა.
2 აგვისტოს, გამთენიისას, თბილისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ლევან თოფაძის საცხოვრებელი სახლის აივანზე, ბესარიონ, იგივე ბუსა, ჟვანიამ თოფაძეს განზრახ მოკვლის მიზნით დანის რამდენჯერმე დარტყმით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა, მათ შორის შემავალი ჭრილობები სახით გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირზე. ასევე ნაკვეთი ჭრილობა კისრის გვერდითა ზედაპირზე და ყურის ნიჟარაძე.
კომენტარები