გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ტვ “ფორმულას” გადაცემაში “კომენტარი” საზოგადოებას გვერდით დგომისკენ მოუწოდა:
ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბრის ბოლომდე ბრძოლას არ შევწყვეტთ. იმედი მაქვს ნოემბრიდან უკვე დაიწყება კარგი ცხოვრება და ყველაფერი კარგად იქნება და ყველას გვეშველება. გამოვიღვიძოთ და ერთად ვიყოთ, ყველა მშობელს ვთხოვ, დავდგეთ ერთად, გადავრჩეთ, შვილები გადავარჩინოთ”
კითხვაზე, აპირებს თუ არა ბაჩალიაშვილის ოჯახი აქციების გამართვას, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა უპასუხა, რომ ის ფართომასშტაბიან აქციებს გეგმავს.
აიპრესი
კომენტარები