ჟურნალისტი, თამო კეშელავა, სოციალურ ქსელში, წერს:
“დღეს უკვე ბაჩალიაშვილის ბავშვობის პოსტების სქრინებს ატრიალებთ – ავთენტურია თუ არა, არავის აინტერესებს, წყარო ვინ იყო სხვა გავრცელებული ინფორმაციების, არც ეგ ადარდებთ, მარტო სხვა ჟურნალისტია ვალდებული წყარო დაასახელოს!
დაათრევენ ამ 12 წლის გოგოს სქრინებს იმის დასამტკიცებლად რომ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა! – ეს არაა ამაზრზენი?შაქარაშვილის საქმეში, მოკლული ბიჭის საქმეში მოწმეთა ჩვენებების გამოქვეყნება ამაზრზენია და ეს არაა ამაზრზენი?
და ვინმემ იცით რა მოხდა 2010 წლის ნოემბრის ბოლოს და რა მოხვდა გულზე იმ 12 წლის თამუნას, ეგ რომ დაწერა?
– არ იცის!
ხო!
აქამდე მსგავსი ხომ არ მითქვამს – ახლა ვიტყვი, ეტყობა ძაან ჩაფლულია ამ საქმეში სუსი და შსს და რაც მეტად აფრიალებთ გარდაცვლილი გოგოს ბავშვობის პოსტებს, მით მეტად დაგვარწმუნებთ ეჭვებში!
ნეტა, თქვენი შვილები რას წერდნენ და რას წერენ, ნეტა, თქვენი შვილების კარადაში დამალულ ჩონჩხს რა ჰქვია და თუ იცნობთ?
არადა, მეგონა, მოითხოვდით იმის გამოძიებას სად გაქრა ზრდასრული, სრულწლოვანი თამარის გვერდი სოც.ქსელიდან… არა, აგერ, უცებ წამოტივტივებული ბავშვობის ფეისბუქი უფრო გაინტერესებთ!
მიჩვეულები ხართ 9 წლის წინ რა ხდებოდა იმაზე საუბარს და ფიქრს, წლებია რეალურ ამბებს და აწმყოს ვერ ხედავთ, მარტო იმ ცხრა წელით ცხოვრობთ – ამიტომ, არც ეგ უნდა გამკვირვებოდა, რატომ არ გადარდებთ გამქრალი ფეისბუქი და რატომ დაატარებთ უცებ, სადღაციდან გაჩენილ ბავშვობის ფეისბუქს – არ უნდა გამკვირვებოდა, მაგრამ მიკვირს!
ასე უკეთებდით ზაზას, თავის დროზე, არც დათუნა სარალიძე იყო თქვენი მკვდარი! არც მაჩალიკაშვილი!
ამიტომაც მივედით აქამდე!
სადღაც, გულის სიღრმეში სიბრალული მიპყრობს, როგორი რთულია, ალბათ, ბავშვის ცხედარზე ფეხის დაბიჯება და როგორ უნდა გცემოს ცხოვრებამ, რომ თვალი დახუჭო და მაინც დააბიჯო!
აქვე, იმ გვერდიდან, საიდანაც სქრინებს დაატარებთ, ზუსტად იმ წელს დაწერილი პოსტის სქრინი გამოგრჩათ და ინებეთ.
თამარის ნამდვილი და ბოლო ფეისბუქიდანაც შემოგთავაზებდით სქრინებს, მაგრამ – უპს, გამქრალია, აღარ არსებობს…”
კომენტარები