მამაკაცი, რომელიც ამტკიცებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო, 23 წლის პროგრამისტის ბუნდოვან ვითარებაში გარდაცვალებას მის სამსახურს, კომპანია “ZAG”-ს უკავშირებს. ბაჩანა ლობჟანიძის თქმით, კომპანია გასაიდუმლოებულ საქმიანობას ეწევა, რის შესახებაც ბაჩალიაშვილმა დაღუპვამდე შეიტყო.
გარდა ამისა, სამართალდამცველებმა ლობჟანიძე უკვე ოთხჯერ დაკითხეს. მისივე თქმით, ის ალტერნატიულ გამოძიებას დამოუკიდებლად აწარმოებს და საქმეში FBI-ს ჩართვის აუცილებლობას ვერ ხედავს, რის გამოც ბაჩალიაშვილების ოჯახს აქვს ეჭვი, რომ ლობჟანიძე სულაც არ იყო დაღუპულის ახლო მეგობარი.
cyc.ge
კომენტარები