ბაჩანა ლობჟანიძემ, რომელიც თავს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, შესაძლოა, თავშესაფარი შვედეთს სთხოვს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:
„არ ვგრძნობ არანაირად თავს დაცულად იმიტომ, რომ მე მქონდა პრივატული საუბრები, მირჩიეს, რომ წავიდე შვედეთში. მე ამ საქმეს აქედან ვერ მოვიგებ. შეიძლება კამერები დავაყენო ჩემი სახლის არეალთან.
მე ეჭვს მიჩენს, რომ შეიძლება ჩემზე „საქმეს კერავენ“ თვითონ, არ ვიცი ვინ „კერავს“, იმიტომ, რომ ჩემი მობილურია იქ, ჩემი პირადი ინფორმაციაა და ზოგადად, მე მაქვს ადმინისტრაციული კოდექსით უფლება, რომ გავიგო, რას ფიქრობს ჩემზე სახელმწიფო, რა ინფორმაცია აქვს ჩემზე სახელმწიფოს. გუშინწინ თუ იმის წინ იქ მივედი და ამაზე ვკითხე და მითხრეს, რომ გადაუდებელი წესით ამოიღეს, განჩინება იყო მოსამართლის და ა.შ. მე დღესაც უნდა მოვითხოვო ეს მობილური იმიტომ, რომ იქ ჩემი პირადი ინფორმაციაა, ასევე იქ მიდევს ჩიპი, რომელიც 120 გიგაბაიტია და იქ სხვა მონაცემებიც მაქვს“
კომენტარები