საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში გამოსვლისას რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ დასმულ შეკითხვას გაექცა- ამის შესახებ წერს Украинская правда.
ზურაბიშვილისთვის ევროპარლამენტის ტრიბუნაზე გამოსვლისას 60 წუთი იყო გამოყოფილი. გამოცემის თანახმად, სტანდარტულად უცხოელი ლიდერები გამოყოფილ დროს კითხვებზე პასუხის გასაცემად იყენებენ. ამ ტრადიციის საწინააღმდეგოდ კი ზურაბიშვილმა გამოსვლისას 50 წუთის განმავლობაში ისაუბრა, კითხვებზე საპასუხოდ კი მხოლოდ მინიმალური დრო გამოიყენა. მან აგრეთვე არ უპასუხა ერთადერთ შეკითხვას რუსეთის დასჯასთან დაკავშირებით საქართველოს აგრესიაზე.
უკრაინული დელეგაციის წარმომადგენელმა, ალექსანდრე გონჩარენკომ ზურაბიშვილს დაუსვა შეკითხვა, დაუჭერდა თუ არა ოფიციალური თბილისი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რაზე პასუხის გაცემისგან საქართველოს პრეზიდენტმა თავი შეიკავა და არ ისურვა კომენტარის გაკეთება.
უკრაინული გამოცემა აღნიშნავს აგრეთვე იმ ფაქტს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროსაბჭოს მინისტრთა საბჭოს კომიტეტის ამჟამინდელი თავმჯდომარემ, დავით ზალკალიანმაც აარიდა რუსეთის სანქციების საკითხზე დასმულ შეკითხვას.
კომენტარები