ხათუნა ჟორდანია, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, რაც სიმსივნეს ებრძვის, მის გულშემატკივრებსა და ახლობლებს უყურადღებოდ არ ტოვებს. ის “ფეისბუქის” პირდაპირ ეთერში ურეკიდან ჩაერთო, რომლის დროსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე ილაპარაკა, ახალი გეგმებიც გაგვაცნო და სხვათა შორის, წყვილმა პირდაპირ ეთერში “ჩხუბიც” კი მოასწრო.
“დაგპირდით, რომ კვირაში ერთხელ ან ორჯერ მექნებოდა ჩართვები, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან რთული ყოფილა. მეუბნებიან, რომ სტიმულს ვაძლევ ადამიანებს. თუკი ერთ ადამიანს მაინც მივცემ ძალას, რომ სიმსივნეს ებრძოლოს, გპირდებით, ჩართვებს კიდევ გავაკეთებ!
ყოველ დილით რომ ვდგები, ხან რა მტკივა – ხან რა, მაგრამ აკრძალული მაქვს წუწუნი, ჩემი შვილი მიკრძალავს. მაინც დავდივარ, ვეკონტაქტები ბევრ ადამიანს“
მოგვიანებით ხათუნა ჟორდანიამ პირდაპირ ჩართვაში მისი მეუღლე, ზურა ხაჩიძეც მოიწვია. ხათუნამ ქმარს მაყურებლების გართობის მიზნით, მათი გაცნობის ისტორიის მოყოლა მოსთხოვა. წყვილმა კურიოზებიც გაიხსენა.
ჟორდანიამ მოგვიანებით გაიხსენა, რომ წყვილმა ერთმანეთი პირველად პეტერბურგში გაიცნო, რასაც მეუღლე არ დაეთანხმა.
“არა, ბათუმში დაიწყო ყველაფერი” – უპასუხა ზურამ.
ხათუნა ჟორდანია ფილტვის სიმსივნეს წელიწადზე მეტია ებრძვის. ის ამჟამად თავს კარგად გრძნობს.
კომენტარები