“ალია” უკვე მერამდენე თვეა ითხოვს, დაიწყოს სახელმწიფომ გამოვლენა, რამდენ ათას ადამიანს აქვს უსიმპტომოდ ვირუსი უკვე გადატანილი. ჩვენი არაერთი ემიგრანტი რესპოდენტი გვიყვებოდა, რომ მეზობელი ქვეყნები, კოვიდის სწრაფ ტესტებს სწორედ იმის დასადგენად იყენებდნენ, რამდენ ადამიანს აქვს ვირუსი გადატანილი და რამდენ ათასს ადამიანს იმუნიტეტი გამომუშავებული და ამის მიხედვით გეგმავენ შემდგომ ნაბიჯებს.
როდის დაიწყება საქართველოში შესაბამისი კვლევა?
მინისტრი ამბობს, რომ სულ მალე, თუმცა, რამდენია ეს სულ მალე, არ აკონკრეტებს.
ეკატერინე ტიკარაძე:
“სულ მალე დაიწყება მასშტაბური კვლევა საქართველოში, რათა გამოვლენილი იყოს ყველა ის შესაძლო პაციენტი, რომელსაც აქვს კოვიდი გადატანილი უსიმპტომო ფორმით.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოქალაეებს დამყოლობაზე, რადგან ვიცით კიდევ არის რეგიონები, სადაც მოქალაეებთან თანამშრომლობა ძალიან რთულდება. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვნად აისახე ვირუსის გამოვლენაზე”
კომენტარები