ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“მოკლედ, ატყდა ამბავი იმ ანგელოზივით ბიჭს, რომელიც ამბობს რომ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო, რატომ უყურებთ ეჭვის თვალითო, რახან ყველას არ გავსო?
ეგ რა დისკრიმინაცია და ბულინგიაო.
რა თქმა უნდა, ბოლოს ყველაფერზე მედიას შეეწმინდა ხელი, რატომ უსვამთ ამდენ შეკითხვებსო.
ოკ, შეიძლება მართალია, რომ შეყვარებული იყო, უბრალოდ აზრს ისე ვერ აყალიბებს როგორც ჩვენ მოგვეწონებოდა და ამიტომ აითვალწუნა ბევრმა.
მაგრამ, მოდი ერთი წუთით დავუშვათ, რომ არანაირი შეყვარებული არ ყოფილა, თვითმარქვიაა (მოტივებზე არ ვსაუბრობ) და იბრალებს, რადგან გარდაცვლილი ვერაფერს ვეღარ იტყვის და ვეღარ უარყოფს.
არ უნდა დავსვათ კითხვები და არ უნდა გავიგოთ რეალურად რა იყო? გარდაცვლილის ინტერესებზე არ ფიქრობთ ამ დროს?
უნდოდა თუ არა მას ვიღაც ბიჭს, რომელიც დიდი ალბათობით არ იყო მისი შეყვარებული, თავი მის შეყვარებულად გამოეცხადებინა საჯაროდ?”
კომენტარები