საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ სოციალური დახმარებების მესამე ეტაპი დააანონსა:
დახმარებები 4 მიმართულებით გაიცემა, მათ შორის:
1.თვითდასაქმებულები, რომლებმაც საკმარისი დოკუმენტების შეგროვება ვერ შეძლეს, სახელმწიფოსგან 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ;
2. ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, მთავრობა კომუნალურ გადასახადებს დაასუბსიდირებს;
3. 18 წლამდე ბავშვები და მოზარდები ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ;
4. სოციალურად დაუცველი სტუდენტების ნაწილს ერთი სემესტრის და ერთი წლის სწავლის საფასური დაუფინანსდება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩამოთვლილი სოციალური დახმარებების ბიუჯეტი 485 მილიონ ლარს შეადგენს.
18 წლამდე მოზარდების დახმარების პაკეტი stopcov ფონდიდან დაიფარება, რომელშიც ამ დროისთვის 130 მილიონი ლარია მობილიზებული. რაც შეეხება დანარჩენ პროგრამებს, ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
კომენტარები