ბაჩანა ლობჟანიძე ირწმუნება, რომ წარსულში თამარ ბაჩალიაშვილმა თვითმკვლელობა 3-ჯერ სცადა. გარდაცვლილის ე.წ. შეყვარებული ამტკიცებს, რომ არსებობს ბაჩალიაშვილის დაქალთან, დეა კაპანაძესთან მიმოწერა.
ლობჟანიძე ამტკიცებს, რომ მას ამის შესახებ სწორედ თამარის უახლოესმა მეგობარმა, დეა კაპანაძემ უამბო.
„ბევრ რამეზე ვისაუბრეთ მე და დეამ, მათ შორის იყო ის, რომ თამარმა სამჯერ სცადა სუიციდი, უნივერსიტეტამდე, არ ვიცი ზუსტად. ვიღაცამ დაინახა, ახლობელმა ალბათ. ეს თემა ეხებოდა კონფლიქტს ოჯახში, მაგას მოჰყვა გვამის თემა, „ვერც იპოვით ჩემს ცხედარს ისე გადავიკარგებიო“, უთქვამს მშობლებისთვის“
წყარო: primetime
კომენტარები