გაურკვევეველ ვითარებაში გარდაცვლილი, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი დარწმუნებულია, რომ წერილი, რომელიც შსს-მ გამოაქვეყნა მის შვილს დააწერინეს:
“წერილი, სავარაუდოდ, იმათ დააწერინეს, ეს მზაკვრული გეგმა იყო. ეს ერთ და ორ დღეში არ ყოფილა, ხდებოდა თვეების განმავლობაში, ამ მზაკვრული გეგმის შემუშავება. ისიც იყო გამოკვლეული ჰქონდა თუ არა ჩემ შვილს ანგარიშზე თანხა. სავარაუდოდ, დააწერინეს. რამე რომ შემთხვეოდა, ოჯახი ისედაც გამოვიყენებდით თანხას, არ დაწერდა
ზეგ-ის წარმომადგენელმა მითხრა, რომ ჩემი შვილი ისეთ სამუშაოს ასრულებდა, რომ საზღვარგარეთ ასეთი სამსახური უფრო ძვირი ღირს, ვიდრე აქ. მაგრამ აქაურობისთვის ნორმალური თანხაა. ჩემ შვილს არაფერში ვახარჯინებდი ფულს და მარტო პირადი ცხოვრებისთვის იყენებდა თანხას. დანარჩენ ფულს აგროვებდა, რადგან ევროპაში მაგისტრატურის გავლა უნდოდა”
შსს-ს მტკიცებით, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი ფურცელი წარწერით – “ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ” თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის და წარწერაც მის მიერ არის შესრულებული.
კომენტარები