კომპანია ZAG-ის დირექტორი ბაჩალიაშვილის შესახებ “მთავარში” ყვება:
თამარ კობერიძე ამბობს რომ გოგონას ჩვეულებრივი რიგითი პროგრამისტის ხელფასი ჰქონდა, დაახლოებით 4 500 ლარამდე.
კობერიძემ გაიხსენა, რომ ბუნდოვან ვითარებაში დაღუპულმა 23 წლის პროგრამისტმა მათ კომპანიაში მუშაობა 2017 წლის აგვისტოში, ექვსთვიანი სტაჟირებით დაიწყო, რის შემდეგაც ის უკვე კომპანიის რიგითი თანამშრომელი გახდა.
“თამუნა ჩვენთან ჩვეულებრივი გასაუბრების გზით მოხვდა. 2017 წლის აგვისტოს დასაწყისში გამოაგზავნა CV, გასაუბრებას მე და კომპანიის ტექნიკური მენეჯერი, ნიკა გეჯაძეც ვესწრებოდით”, – იხსენებს კობერიძე.
მისივე თქმით, ბაჩალიაშვილი კომანია ZAG-ში მუშაობის განმავლობაში, საფრაგნეთში სასწავლებლად ორჯერ წავიდა. ამ დროს ის კომპანიისთვის დისტანციურად მუშაობდა.
“ჩვენ ხელფასს ვუხდიდით და იქიდან რასაც ვავალებდით აკეთებდა. მაგრამ იმის თავისუფლებასაც ვაძლევდით რომ ესწავლა” – აცხადებს კობერიძე.
მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილმა სამსახურიდან წასვლა 2020 წლის ივლისში გადაწყვიტა. მისი ვარაუდით, ეს გადაწყვეტილება ქალმა სწავლის გაგრძელების სურვილის გამო მიიღო.
თამარ კობერიძის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის ლეპტოპი, რომელშიც გამოძიებამ ვერაფერი საინტერესო ვერ ნახა, კომპანიის საკუთრება იყო.
მან მთავარი არხის ეთერში დაადასტურა, რომ თავისუფლად შეიძლებოდა, ბაჩალიაშვილს კომპიუტერიდან ფაილები თავად წაეშალა.
“თამუნას უნდა დაებრუნებინა ორშაბათს (20 ივლისს). ეს არის ერთერთი პირველი ვერსია [რომ მას გაესუფთავებინა]. ხუთშაბათს (16 ივლისს) გაგვაგებინა, რომ მიდიოდა, პარასკევს უნდა მოსულიყო და ვუთხარი, ორშაბათს მოსულიყო ლეპტოპის დასაბრუნებლად. რომ მოიტანდა, არ უნდა დაგვხვედროდა არანაირი ინფორმაცია” – თქვა კობერიძემ.
კომენტარები