მარიამ არევაძე, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“მიჭირს… მიჭირს ამყველაფრის დაჯერებაც, დაწერაც და გაფიქრებაც..
იმ დღიდან როდესაც გავიგე ლევანის დაავადების შესახებ მიჭირსს… ყოველთვის, როდესაც გავიცინებ ან გართობას მოვინდომებ ან რაიმე ისეთს დავდებ ჩემს ფეისბუქ გვერდზე, რაც ჩვენს მდგომარეობას არ შეეფერება რაღაცნაირი დანაშაულის გრძნობა მიჩნდება ..
ხანდახან მგონია, რომ გავიღვიძებ და ყველაფერი სიზმარი იქნება.
ვურეკავ ყოველდღე და ვერ წარმოიდგენთ რა დონის მსახიობობა მიწევს, რომ მისი დანახვისას ან ხმა არ ამიკანკალდეს ან უბრალოდ ნერვებმა არ მიმტყუონოს და ჭკუიდან არ გადავიდე. ახლაც.. დიახ ახლაც ცრემლები მახრჩობს ყელში მაგრამ არ ვაძლევ თავს უფლებას, რომ ეს ყველაფერი ტრაგედიად ვაქციო იმიტომ, რომ მჯერა ძალიან მალე გაივლის ყველაფერი… გაივლის და აღარ შემრცხვება არც გაცინების და არც ბედნიერების…
ამ დაქცეულ ქვეყანაში არც კი მეგონა თუ ვინმე კეთილი ადამიანი იყო შემორჩენილი, მაგრამ ლევანიკომ თითქოს ყველა გაგვაერთიანა, თქვენი, თითოეული ადამიანის სიკეთე დაგვანახა …
და დამანახა რომ უამრავი სიკეთით სავსე ადამიანი არსებობს საქართველოში და არამარტო საქართველოში
თქვენ ემიგრანტების გვერდში დგომა უნდა ნახოთ.
გააგებინეს მთელს გერმანიას, თურქეთს, საბერძნეთს და ასე მოედო ჩვენი კეთილი ლევანიკოს ამბავი მთელს მსოფლიოს …
მხოლოდ ამ დაქცეულ მმართველებს არ შესტკივათ გული არც ლევანიკოზე და არც კიდევ მილიონობით დაავადებულ ბავშვებზე რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძვიან ..
ყველანაირი დაფინანსება, ყველანაირი დაზღვევა მოგვიხსეს… ისედაც ტრაგედიაში მყოფებს კიდევ უფრო მაგრად დაგვაჭირეს წიხლიი …
ლევანიკო უკვე მეხუთე ქიმიაზე წევს… იკეთებს ისეთ ძლიერ წამლებს, რომ გვიკვირს კიდეც მისი ასეთი მტკიცედ დგომა…
ღმერთი აძლიერებს და აძლევს ძალას რომ არ წაიქცეს და არ დაეცეს რადგან ძალიან დიიდიი მომავალი აქვს წიინ
ღმერთი და ლოცვაა .. ლოცვა რომლითაც თქვენ აძლიერებთ, ლოცვა რომლითაც მისი მუხლდაჩოქილი დედა აძლიერებს თავის ერთადერთ შვილს … მიჭირს, მიჭირს და კვლავ მიჭირს ამ ყველაფერზე საუბარი ..
მიჭირს ისევ თქვენი შეწუხება და იმის თხოვნა რომ დაგვეხმაროთ რათა ჩემი ლევანიკო ფეხზე მყარად წამოდგეს და თქვას რომ მან ეს დაამარცხაა ..
მჯერა უფლის სასწაულის …
მჯერა რომ თქვენი დახმარებით ჩვენ ყველაფერს შევძლებთ და პირობას გაძლევთ რომ როდესაც ყველაფერი კარგად დამთავრდება მე და ლევანიკო ჩავწერთ ვიდეოს სადაც ყველას ძალიან დიდ მადლობას მოგიხდით და გეტყვით რომ ჩვენ ეს დავამარცხეთ ….
უღრმესი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის და ჩვენი დახმარებისთვის
ჯერჯერობით მხოლოდ ბილაინის აბონენეტებს შეუძლით დარეკოთ ნომერზე : #0901701556ეს კი ანგარიშებიი …
საქართველოს ბანკი ანგარიშის ნომერი : #GE31BG0000000103362482GEL მიმღები მარიამ არევაძე პირადი ნომერი :#01019080349
თიბისი ბანკის ანგარიშის ნომერი:#GE64TB7458245061100004 მიმღები შორენა არევაძე პირადი ნომერი :#01004000785
ლიბერთი ბანკის ანგარიშის ნომერი :#GE78LB0111196585188000მიმღები :ირაკლი არევაძეპირადი ნომერი : 01004004914
შეგიწიროთ უფალმააა !!!
გთხოვთ გააზიაროთ “
კომენტარები