თავისუფალი უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის მენეჯერი, ბექა კოკაია, სოციალურ ქსელში, წერს:
“გუგლის ძიების გაყალბება ძალიან ადვილია.
კომპიუტერს შეუცვლი დროს, დაგუგლავ.
შემდეგ სხვა თარიღს დააყენებ, კიდევ დაგუგლავ.
მერე დააყენებ მიმდინარე დროს და ბრაუზერში იქმნება სიმულაცია, რომ ინფორმაცია დიდი ხნის წინაა დაგუგლული.
მთავრობასთან აფილირებული ტროლები ორი დღეა აქტიურად ცდილობენ ბაჩალიაშვილის მშობლების, ადვოკატისა და კერძო ექსპერტების გაშავებას.
ყველაზე საეჭვო მაინც ტროლების ამოქვექვაა.
რატომ ხარჯავს მთავრობა რესურსს იმისთვის, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახს შეულახოს რეპუტაცია?
პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ მშობლებს არ შეხვდება სანამ გამოძიება არ დასრულდება.
მე კიდევ მგონია, რომ პირიქით, ასეთ დროს ქვეყნის ფორმალურად პირველი პირი აქამდეც უნდა შეხვედროდა ოჯახს, როცა საქმე ასეთი რეზონანსულია. თუნდაც, დამშვიდებისთვის.”
კომენტარები