ბელორუსში, ანტისამთავრობო საპროტესტო დემონსტრაციებზე იმავე რეზინისა და პლასტმასის ტყვიები გამოიყენეს, რომლებითაც საქართველოში სერგეი გავრილოვის წინააღმდეგ გამართული ანტისაოკუპაციო აქცია სპეცრაზმის მიერ იქნა დარბეული.
მინსკში სამართალდამცავთა მიერ მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ ნასროლი ტყვიების ფოტოები სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება. მედიის ინფორმაციით, სწორედ ზემოხსენებული ტყვიების გამოყენებით იქნა ათეულობით ადამიანი მძიმედ დაჭრილი და დაშავებული აქციების განმავლობაში.
ნარინჯისფერ ტყვიებს ძალზე მძიმე დაზიანების მიყენება შეუძლია ადამიანისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში თავში ახლო მანძილიდან ნასროლმა ტყვიამ შესაძლოა, სიკვდილიც კი გამოიწვიოს.
სწორედ ანალოგიური ნარინჯისფერი, რაკეტის ფორმის ტყვიების გამოყენების შედეგად „გავრილოვის ღამეს“ ნასროლმა ტყვიებმა საქართველოში ორ ადამიანს თვალი დააკარგინა, ხოლო ათეულობით დემონსტრანტს კი სხეულის სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანება მიაყენა.
ნიუპოსტი
კომენტარები