მომღერალი თეონა კონტრიძე მინსკში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. როგორც ის თავის მიმართვაში აცხადებს, იგი ბელორუს ხალხს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
“ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება ბელორუსს, ამ დალოცვილ მიწას უკავშირდება. 1994 წელს, როდესაც 17 წლის ვიყავი, ქალაქ ვიტებსკში გავხდი “სლავიანსკი ბაზარის” გამარჯვებული. სწორედ ამის შემდეგ გადავედი რუსეთში, რაც ჩემთვის ძალიან შთამაგონებელი იყო. მიჭირს იმის ყურება, რაც ახლა ბელორუსში ხდება. ეს არის მშვიდობისმოყვარე, კეთილი, მაგრამ ჯიუტი ხალხი.
მთლიანობაში, დემოკრატიისა და ბელორუსი ხალხის მხარეს ვარ!“
კომენტარები