სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაია, სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას პასუხობს:
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ბელორუსში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:
„ის, რაც ბელორუსში მოხდა, ნათლად გვაჩვენებს, რომ არ არსებობს დემოკრატიული გარღვევა და ისტორიული სახელმწიფოებრივი მიღწევა, გამბედავი და ქარიზმატული ლიდერის გარეშე. რამდენი ხალხიც არ უნდა გამოვიდეს ქუჩაში, ასეა ეს ამბავი და ბელორუსი ამ კანონზომიერების მხოლოდ მორიგი დადასტურებაა.“
მართალს ბრძანებ, ნიკოლოზ!!!
ამ კანონზომიერების დადასტურებაა საქართველოში მიმდინარე პროცესებიც, ხალხი ისევ ელის ქარიზმატულ ლიდერს, რომელიც არ ჩანს, ხოლო ის, ვისაც შენ მიიჩნევ ქარიზმატულ ლიდერად, რომლის მეოხებითაც ქვეყანაში უნდა მოხდეს ,,დემოკრატიული გარღვევა” და ,,ისტორიული სახელმწიფოებრივი მიღწევა,” ამ საქმისთვის გამოუსადეგარი და ვადაგასულია!!!
უფრო მეტიც, სწორედ შენი ლიდერის გაუბედაობა და პოლიტიკური ანცობები განაპირობებს იმას, რომ ამ წლების განმავლობაში
,,ქართული საზოგადოება”
პროტესტიდან პროტესტამდე, რუსთაველზე დაგებული ასფალტის ტკეპნითა და არჩევნებში მორიგ დამარცხებასთან შეგუებითაა დაკავებული მხოლოდ!!!“
კომენტარები