სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნონა ქევხიშვილი, თენგიზ კიტოვანის ქალიშვილზე, ნათია კიტოვანზე, წერს:
“რამდენიმე თვის უკან შემთხვევით გადავაწყდი ერთ-ერთი პიროვნების პოსტს, რომელმაც თავისთავად გააზიარა ნათია კიტოვანის პოსტი, სადაც იგი ულოცავს მამამის იუბილეს. დავინტერესდი ნათიათი და შევედი მის პირად გვერდზე. ზემოთთქმული პოსტი საშინელი ლანძღვა-წყევლის შემცველი კომენტარებით იყო სავსე … გამეორებაც კი მიჭირს, ისე წყევლიდნენ ნათიას, რომ აღარაფერი ვთქვათ მამამისზე ….
ენით ვერ გადმოვცემ, ისეთი სასტიკი აგრესია დავინახე და იქვე კომენტარის სახით დავწერე ჩემი აზრი – შვილი არაა მამის, ან დედის ნებისმიერ ქმედებაზე პასუხი აგოს მეთქი … რა გჭირთ ხალხო, შვილმა რა დაგიშავათ? შვილი როდია დამნაშავე … თანაც მამას იუბილეს რომ ულოცავს, რატომ არის ამაში იგი მაწყევარი თქვენგან, რომ დაესიეთ წყევლა-კრულვით … „ეს ღვთიურია?“ – ვიკითხე მე.
დამესივნენ მეც … მანამდე, ფბ-ზე, მეც საკმაოდ მრავლად მქონდა ნათიასთან კამათი, 1991-1993 წლების სახელმწიფო გადატრიალების შესახებ, სადაც ჩვენც ბარიკადების სხვადასხვა მხარეს ვიდექით, მაგრამ არც მისგან და არც ჩემგანაც არანაირი პირადულ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, რაც ყველაზე მეტად მიხარია, იმიტომ რომ ჩვენ არ გავცდით ადამიანური ურთიერთობის წითელ ხაზს …
ამის შემდგომ გავიდა რამდენიმე დღე და ნათია ჩემს პირად გვერდზე პოსტად მიწერს: „- ნონა არ შევრიგდეთ?“ სიმართლე უნდა ვთქვა მესიამოვნა და ეს ყოველივე გულზე მალამოდ მომედო იმიტომ, რომ თანხმობა-შერიგება, ერთობა, მეგობრობა და სიყვარული ეს ქრისტიანულია …
ჩვენი ეროვნული გმირები – ზვიადიც და მერაბიც ასე გვმოძღვრავდნენ … მე მათი იდეების მატარებელი და თანამებრძოლი ვიყავი და ვარ დღესაც, ხოლო ნათიას მამა ჯერ თანამებრძოლი იყო, ხოლო შემდგომ მათი გზები მკვეთრად გაიყო ურთიერთსაპირისპიროდ და ერთ დროს მეგობრები ცხოვრებამ მტრებად აქცია. ამის შემდგომ მე და ნათიამ, მიუხედავად პოლიტიკური სხვადასხვა შეხედულებისა, უბრალო, ადამიანური ურთიერთობების მეშვეობით, შევძელით გაგვეგო ერთმანეთისათვის, რომ წინაპართა და ჩვენი მტრობა ჩვენს მომავალს ვერასოდეს გაამრთელებდა, ამიტომაც დავმეგობრდით და ჩვენმა მეგობრობამ მნიშვნელოვანი შედეგიც გამოიღო …
იმდენად დავუახლოვდით ერთმანეთს, რომ გულის მესაიდუმლოებიც კი გავხდით. ბავშვობაში ჩვენც და ჩვენი მეგობრობის დღევანდელი მაწყევარნიც ერთად ვტიროდით მულტიფლიკაციურ ფილმზე „მტრობა“, რომელიც ბოლოს, მომავალი თაობისათვის თანხმობა-შერიგებითა და სიკეთით მთავრდებოდა. დიახ, მომავლის, მითუმეტეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მომავლისათვის უნდა გავიხსენოთ ქართული ანდაზები, სწავლებები, რათა ჩვენც შევძლოთ მოვატრიალოთ უკუღმართი ჩარხი წაღმად და თუ ამაში უახლოეს წინაპართა აღსარებისა და ცოდვათა მონანიების შესაძლებლობების გზით ჩართვა ვერ მოვახერხეთ, იქნებ ჩვენ თავად და ჩვენმა შვილებმა, სამართლიანობის აღდგენის გზით, ურთიერთპატიებით შევძლოთ თანხმობა-შერიგების გზით ქვეყნის აღორძინება-განვითარება …
სწორედ, შეიძლება ჯერ მხოლოდ გულში თქმულმა კეთილმა აზრებმა შეგვაძლებინოს ამ ვექტორით სვლა?! ვფიქრობთ, სამართლებრივი, მართალი შეფასებით დროა ქარქაშებში ჩავაგოთ ერთმანეთისადმი აღმართული ხმლები, დავსხდეთ, ვიკამათოთ-ვისაუბროთ, სამართლებრივ-პოლიტიკური ანალიზი გავუკეთოთ ყოველივე განვლილს, სწორი და ერთადერთი ჭეშმარიტი შეფასება-დასკვნა გავაკეთოთ ჩვენი და ეროვნული სახელმწიფოს მომავლის გადასარჩენად! …
ნათია ძალიან მორწმუნე ადამიანია, თანაც ხელოვანი, მხატვარი (მისმა ნამუშევრებმა ძალზედ მომხიბვლა, იმდენად დიდი ადამიანობა და სიყვარული დავინახე მათში). ორივე ვცდილობთ, ჩვენი მსოფლმხედველობები და ქმედებები ისე წარვმართოთ, რომ ჩვენს პირად მეგობრობასა და ქვეყნის მომავალს უფრო მეტი დადებითი შევმატოთ! … ჩვენ ხომ ეხლა ვიწყებთ თანხმობისა და შერიგების პროცესს?! დღეს გვაქვს განსხვავებული პოზიციებიც, მაგალითად, ნათია ფიქრობს, რომ საბოლოო ჯამში ორივე მხარეა დამნაშავე და ორივე ვალდებულია მოინანიოს, რადგანაც ერი ასეთ ტრაგედიამდე მივიდა. ამ განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, რაც ბუნებრივია და რომ დღეს შესაძლებელი ყოფილა მშვიდად გვქონდეს განსხვავებული პოზიციები, ჩვენ მაინც ვახერხებთ მეგობრობას, სიყვარულს და საბოლოოდ მაინც მივალთ თანხმობაზე.
ასევე მოვუწოდებთ ყველას ქვეყნის სასიკეთოდ შეხედონ ჩვენს ინიციატივას და სიყვარულთვე ამოგვიდგნენ გვერდში! ნათიამ, ასევე, მართლაც გულთან მიიტანა, თუ როგორ სასტიკად მომექცა ზოგიერთი ვითომ ჩემი თანამოაზრე, მაგრამ სინამდვილეში ქვაავაზაკნი მის თანამზრახველებთან ერთად, მეგობრულად დამიდგა გვერდში, მიერთგულა და დამიცვა მათგან. ვითომ ეროვნულნი, ურაპატრიოტები, ვითომ-ისტები მაწყევარად გადაიქცნენ და სოციალური ქსელიდან კი არ გვმოძღვრავენ, არამედ წყელვა-კრულვით აგენტებად გვნათლავენ … მაგრამ ჭეშმარიტება და სიმართლის გზა ერთია და ამ გზას არ უნდა ავცდეთ … მე და ნათიას მეგობრობა დიახაც, სუფთაა, ეროვნული და ღირსეულია! დიახ, ჩვენ გამოვძებნით მართალ გზას, ქვეყანას წავიყვანთ თანხმობა-შერიგებისაკენ და სამართლებრივი აღორძინებისაკენ! ჩვენ ჩვენი წილი ცოდვა-მადლი ვზიდოთ და ჩვენი ვეცადოთ უნდა …”
კომენტარები