ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მოქალაქეებმა მაქსიმალურად უნდა დაიცვან წესები, რომ სწავლის დაწყებას პრობლემა არ შეექმნას.
„ამ ეტაპზე სწავლასთან დაკავშირებით ცვლილებებს არ ვგეგმავთ. მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა გაითვალისწინონ, რომ ეს ყოველივე დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე. დღეს არ ვატარებთ ნიღბებს, არ არის სოციალური დისტანცირება, ეს, რა თქმა უნდა, მიგვიყვანს იმ გადაწყვეტილებაზე, რომ შეიძლება, სექტემბერში სწავლის დაწყების რისკი შეიქმნას. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეების სრული მობილიზაციაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს ბავშვებს მიეცეთ საშუალება, უსაფრთხო სკოლებში, „კოვიდისგან“ თავისუფალ გარემოში მიიღონ განათლება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
კომენტარები