ხმაური იუსტიციის სამინისტროსთან – ადგილზე ევროპული საქართველოს ლიდერები საარჩევნო პლაკატების გაკრას ცდილობენ, თუმცა, რამდენიმე პლაკატის გაკვრის შემდეგ, სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
გიგი უგულავა დარწმუნებულია, რომ ევროპული საქართველოს აქტივისტებისთვის პლაკატების გაკვრის აკრძალვის ბრძანება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გასცა.
“იმის მაგივრად, რომ კრიმინალს ებრძლონ, მოდიან და პატარა ბავშვებს აჯარიმებენ. მოვედით და ვეუბნებით, რომ ესენი არღვევენ კონსტიტუციას და ესენი არღვევენ კანონს. ის შლეგი ქალი აქ რომ ზის, ის უკრძალავს და აძლევს დავალებებს ამათ. სირცხვილია, მეტი არაფერი”, – აცხადებს უგულავა.
სამართალდამცველების თქმით, საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად, მათ პლაკატების გაკვრის უფლება არ ჰქონდათ.
ევროპული საქართველოს წევრები კი აცხადებენ, რომ არჩევნების გამოცხადებიდან 2 თვით ადრე არ აქვთ პლაკატების გაკვრის უფლება.
„ნიუპოსტი“
კომენტარები