კურიერის ინფორმაციით, თბილისში საკუთარი სახლის ეზოდან 4 წლის მცირეწლოვანის გატაცება უცნობმა მამაკაცმა სცადა. პატარას მამაკაცმა მოატყუა თითქოს მისი მამა იყო და ახალი გაღვიძებული საკუთარი სახლის ეზოდან გაიყვანა.
“კურიერმა” სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრიც მოიპოვა.
მცირეწლოვანი ბიჭი გატაცებას მეზობლების წყალობით გადაურჩა, რომლებისთვისაც უცხო მამაკაცის ქცევა საეჭვო აღმოჩნდა.
მცირეწლოვანის გატაცებაში ბრალდებული 48 წლის დავით გეჯაძეა. მას გამოძიება წინასწარი შეცნობით მცირეწლოვნისთვის თავისუფლების აღკვეთას ედავება.
გეჯაძეს უკვე შეეფარდა წინასწარი პატიმრობა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
კომენტარები