ჩინეთში, ქალაქ უხანის მახლობლად კორონავირუსისთვის განკუთვნილი საავადმყოფო გახსნენს. ინფორმაციას dailymail ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მუშები და მოხალისეები ორი დღის განმავლობაში მუშაობდნენ. მათ ცარიელი შენობა 1000 საწოლიან სასწრაფო დახმარების ობიექტად გადააკეთეს.
ახალ საავადმყოფოში, ინფიცირებული პაციენტების პირველი ჯგუფი ადგილობრივი დროით 10:30 საათზე მიიღეს.
პროექტი 48 საათში დასრულდა. სამშენებლო პროცესში მონაწილეობას იღებდნენ სამშენებლო კომპანიები, ჯარისკაცები, მოხალისეები.
კომენტარები