ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგაბიას თქმით, დღეს, 14 აგვისტოს საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 23 შემთხვევიდან 3-ის წყარო უცნობია, ერთი კი სამედიცინო პერსონალია.
ეზუგბაიას თქმით, მისთვის უცნობია ზუსტად რომელი კლასტერის კონტაქტები შედიან აღნიშნულ 11 შემთხვევაში, მისი ინფორმაციით, მათი უმეტესობა ლენტეხის მუნიციპალიტეტიდანაა.
“6 არის ლენჯერიდან, 11 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 2 შემოტანილი შემთხვევაა და ორივე მათგანი სატვირთო მანქანის მძღოლია, 1 სამედიცინო პერსონალია ხოლო, 3 პაციენტის ინფიცირების წყაროს დასადგენად ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს”
კომენტარები