ეკონომიკის ექსპერტი, ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში, წერს:
“დაგიჩემებია ბიძინა, ბიძინაო იმდენი მეჩხუბება
ბიძინა არის მანდ მთავარი, აბა ბიძინა რომ არ იყო ზაქარია ქუცნაშვილი როდის იყო რომ მევასებოდა?
ან კიდევ მთელი პარტიიდან 90 % სულაც არ მახატია გულზე, მაგრამ ყავთ ლიდერად ადამიანი, ვისაც 21 -ე საუკუნეში ვერავინ მიედრება საკუთარი ქვეყნისთვის ნაკეთებ საქმეებში და დავუკარგო ეს სიკეთე?
ეგაა და ეგ, თორემ შეცდომები და ზოგიერთის დანაშაულებები ისე კარგად ვიცი და ისე კარგად ვამჩნევ
უბრალოდ მიფიქრია ამაზეც და შემდეგ ჩემივე თავისთვის დამისვამს კითხვა: კაი ხო ესენი გავუშვათ, ხო მაგრამ ვინ მოგყვავს? ვის გუნდშია მინიმუმ 65 ადამიანი ისეთი, რომელზეც თავს დავდებდი რომ არიან პროფესიონალები, პატიოსნები, უყვართ ქვეყანა და ფიქრობენ ქვეყნის და არა საკუთარი ჯიბის განვითარებაზე?
ხოდა ეგეთი ვერ ვნახე ვერავინ და ისევ ვაწვები პირველ ჩვენებას: ბიძინა ივანიშვილი და მორჩა – წერტილი!!!
სანამ რაიმეს დაწერთ ჩემზე, თბილისი პატარაა და შეგიძლიათ გაარკვიოთ, ალბათ იმ ათობით ადამიანში შევდივარ, ვისთვისაც ოცნებას არასოდეს, არანაირი სიკეთე არ გაუკეთებია ( პირადად ჩემთვის), მაგრამ გლობალურად იმდენი რამ შეცვალეს, რომ რა თქმა უნდა ის მეც მეხება, როგორც ყველას, ეგაა და ეგ. დანარჩენი არის დეტალები და ლი-რი-კრა “
კომენტარები