სხალთის ეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი ფუტკარაძეების ოჯახისთვის ცხრა შვილის ჩამორთმევის ფაქტს ეხმაურება:
„ეს არ არის ქართული ფენომენი, უცხოეთიდან კარნახობენ. მიჭერილი აქვთ იარაღი შუბლზე. ეუბნებიან ფულებს არ მოგცემთ, თქვენი ფული ჩვენთან იბეჭდება (კონკრეტულად საფრანგეთში) მოკვდებით შიმშილით, ხალხი აგიჯანყდებათ თვითონო, და აწერინებენ ამ უკუღმართ კანონებს.
ხდება გაუგონარის სიბილწე, მკრეხელობა, საძაგლობა, კაციჭამიობა.
შედეგად მივიღეთ ის, რომ 9 შვილი წაართვეს დედას, მიიყვანეს პოლიცია. ჯერ იმ პოლიციას რა ვუთხარი, ხალხს თვალებში, როგორ უნდა შეხედონ. რისთვის გაკეთდა? ოჯახის ინსტიტუტის დანგრევა უნდათ.
უნდათ იგივე, რაც ხდება უცხოეთში. ათი ათასობით ბავშვი ჰყავთ იქ გაუბედურებული. მერე ზოგი დედა ლოთი ხდება, მამა მორფინისტი, ოჯახები ინგრევა და იქ მერე ამ ბავშვებს აძლევენ ჰომოსექსუალებს, უმრავლესობას. ისინი დიდ ფულს უხდიან.
აქ არის დიდი მაფია. სოცმუშაკი მიდის, წინასწარ უთანხმდება – მოდი ახლა მე ამას ბავშვს წავართმევ, შენ მოგცემ და რამდენს გადამიხდიო. კორუფციული სქემა მოქმედებს. უზარმაზარ გრანტებს იღებენ სატანისტებიდან“
წყარო – პრაიმტაიმი
კომენტარები