ბათუმში, საკარანტინო სივრცის მე-4 სართულიდან გადმომხტარი მამაკაცის მეუღლე სუიციდის ვერსიას გამორიცხავს და სათვალთვალო კამერების ამოღებას მოითხოვს.
„მას არანაირი ფსიქიკური აშლილობა და დეპრესიული პრობლემები არ აქვს. ღამის 12 საათამდე ვეკონტაქტებოდი, ბავშვი როგორ არის, ერთი სული მაქვს როდის ჩამოვალო. სასტუმრო „ლეგასის“ ცხელ ხაზზე ვრეკავ და არანაირი პასუხი არ არის.
როგორ შეიძლება, ადამიანი კარანტინში მოხვდა, საკარანტინო პერიოდის პირველი დღეა და ყურადღება არ მიაქციონ. ან გარეთ თუ გავიდა, პერსონალი სად არის, ვინც კონტროლზეა პასუხისმგებელი? კარანტინი რატომ არის მაშინ, თუ სამი-ოთხი ადამიანი ერთადაა და საუბარს მართავენ, მაშინ ეს ჯანდაცვის სამინისტროს დიდი შეცდომა ყოფილა“, – ამბობს დაშავებულის მეუღლე „მთავართან“ აუბრისას.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარები