“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს:
“უამრავი შეტყობინება მოდის, რომ ერთმა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ეს თქვა შენზეო, მეორემ – ისო.
მეგობრებო, ჩვენ მათ არ ვპასუხობთ არა იმიტომ, რომ პასუხები არ გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ მათ სიბრიყვეს ჩვენსას ვერ დავუმატებთ და ამით კიდე უფრო ვერ გავახარებთ ივანიშვილს.
მე და სტრატეგია აღმაშენებლის გუნდს გვაქვს მიზანი და ამბიცია, რასაც ყოველდღიურად ვამტკიცებთ, რომ პოლიტიკაში მოვიყვანოთ სუფთა, პროფესიონალი და მაღალი პოლიტიკური კულტურის ადამიანები და არა თანამდებობებს დახარბებული პოლიტიკოსები. ჩვენი კონცენტრირებულნი ვართ აღმშენებლობაზე და არა გაუთავებელ კინკლაობაზე. არ ავყვეთ ხელმოცარულ პოლიტიკოსებს, რომლებიც კვლავ სხვების ლანძღვით ცდილობენ თავის დამკვიდრებას.
ძალა ერთობაშია მეგობრებო და არა გაუთავებელ ურთიერთბრალდებებსა და ტალახის სროლაში.
გამარჯვება ახლოსაა, საქართველო გაიმარჯვებს!”
კომენტარები