“მთავარის” დირექტორი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ბელარუსს სჭირდება მაიდანი. ლიდერები (თუნდაც ისეთი არც თუ სახიერი, რბილად რომ ვთქვათ, უკრაინის ბოლო მაიდანზე რომ იყვნენ), მუხტის ამწევები და პროცესების დამკვალიანებლები.
ის, რომ 25 წლის დიქტატურის თავზე, თვითორგანიზებით გამორჩეული ეს ნამდვილი ევროპელი ერი ამდენს ახერხებს ამ ყველაფრის გარეშე, ისედაც უკვე საოცრება და თანამედროვე ისტორიული კლიშეების და კანონზომიერებების მსხვრევაა. იქნება მაიდანი – მაქსიმუმ ერთ კვირაში დაამთავრებენ ლუკაშენკოს და შეუერთდებიან თავისუფალ სამყაროს. არა – სამწუხაროდ, დიდი შანსია, რუსულ-ევროპულ უსასრულო მოლაპარაკებებში მუხტის ჩაკარგვის, გადაღლის, უიმედობის და შედეგად ლუკაშენკოს დარჩენის ან მისი სუროგატის ხელისუფლებაში მოსვლის (გვახსოვს უკრაინაში ამგვარი მოლაპარაკებები, ამის შედეგად გაწერილი სცენარიც. საბედნიეროდ, ეს სცენარი არ შედგა, რადგან უკრაინა მაინც ცოცხალი პოლიტიკური პროცესის ქვეყანაა, რაც ბელორუსში პრაქტიკულად არ არსებობს ბოლო 20 წელია).
ps ვერც უკრაინელები და ვერც ქართველები ვერ შევედრებით ბელორუსებს – 25 წელი კალხოზში ცხოვრების მიუხედავად, ბალტიელების შემდეგ, ყველაზე ევროპული პოსტსაბჭოთა ერია.”
კომენტარები