თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი, სოციალურ ქსელში, შვილის სახელით წერილს აქვეყნებს:
“თქვენ შავ ბურუსში გამხვიეთ, თქვენ ბოროტებას შევეწირე, თქვენი სატანის სახეებს ფარდა ავხადე. გაგშიფრეთ და არ მოგეწონათ, მაგრამ ვერ გაგექეცით.
მეშინოდა ჩემი ოჯახისთვის არ გევნოთ. უძლური გავხდი. თქვენ დღე ღამედ აქციეთ, გულები დააბნელეთ. ყველა გაგვიმეტეთ. მარტო მე არ მომკალით, ჩემი მშობლებიც გაანადგურეთ. საქართველოს გულში ლახვარი გააუბნიეთ, ქვეყანა დააბნელეთ.
არ ვიცი როგორ გაგქცეოდით. ყველანაირად შემარყიეთ.თქვენი ბოროტების მარწუხების ქვეშ მომაქციეთ. მაგრამ მე დაგამარცხეთ, პატარა გოგომ დაგამარცხეთ, დიახ მე თქვენზე გავიმარჯვე. ამიტომ შეგეშინდათ ჩემი. გამწირეთ მაგრამ ამით მე სიკვდილი დავამარცხე. ჩემი ერთი სული წაიღეთ მაგრამ ათასი სულით დავბრუნდი. სამართალს დავამყარებ. უფრო მეტად გეშინოდეთ ჩემი ვიდრე ცოცხალს გეშინოდათ ჩემი.
ნათელი დადგება საქართველოს ცაზე. თქვენს სიბოროტეს დავწვავ. ყველა გაგვამწარეთ.
მე თამარი ვარ ბაჩალიაშვილი. 23 წლის გოგო, რომელიც 18 ივლისს მომკლეს.”
კომენტარები