ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად თავიდანვე არ უნდა დანიშნულიყო, ახლა მისი გადადგომა თეატრალიზებულ შოუს გავს. ამის შესახებ “2020NEWS”-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს ყოფილმა წევრმა და მედიაექსპერტმა, ნინია კაკაბაძემ განუცხადა:
„რეალურ მიზეზებზე საუბარი, სიმართლე გითხრათ, ძალიან მიჭირს იმიტომ, რომ ახლახანს შევიტყვე ეს ინფორმაცია და ამის რაიმე პრეისტორია, თუ რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, არ ვიცი. მოგეხსენებათ, მე არა ვარ უკვე რამდენიმე თვეა საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრი, გავიდა ჩემი ვადა და ამიტომ არ ვიცი, რეალურად რა გახდა ამის მიზეზი. ვადა, რომელიც მაღლაფერიძემ დაასახელა, რეალობას არანაირად არ შეესაბამება, იმიტომ, რომ მანდ მხოლოდ ვასილ მაღლაფერიძე არაა. მან საზოგადოებრივ მაუწყებელზე მთლიანად მიიყვანა ისეთი გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ზოგადად პოლიტიკური პროცესების გაშუქება მიმდინარეობს მიკერძოებულად და არაობიექტურად, ამიტომ ერთი ადამიანის გადადგომა არ განსაზღვრავს იმას, რომ მომავალ არჩევნებს ვინმე ობიექტურად გააშუქებს. ვფიქრობ, რომ ეს მოგონილი მიზეზია და არარეალისტური. რეალური მიზეზები კი, ძალიან საინტერესოა“
კითხვაზე მაღლაფერიძის გადადგომა, შესაძლოა, თუ არა, პოლიტიკურ მიზნებს უკავშირებოდეს, მედიაესქპერტი გვპასუხობს:
„სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, თუმცა, ვასილ მაღლაფერიძე როდესაც ამ თანამდებობაზე მოდიოდა, ეს უკვე აჩენდა ეჭვს, შედეგი ჩვენ უკვე ვნახეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, მთლიანად სარედაქციო პოლიტიკა იყო ცალსახად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და ასე ვთქვათ, მათი პოლიტიკის „გამპრავებელი“ . ახლა მაინც და მაინც არჩევნების წინ გადადგომა ამას არ ცვლის. იგი ამ თანამდებობაზე თავიდანვე არ უნდა მოსულიყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ასეთი ახლო მეგობარი და თანამოაზრე საზოგადოებრივი მაუწებლის დირექტორად არ უნდა მოხვიდე და ასევე იქ შენი გუნდი ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიიდან წამოყვანილი არ უნდა მოიყვანო. ახლა მისი გადადგომა უფრო თეატრალიზებულ შოუს გავს. რეალური მიზეზები კი, ვნახოთ რა იქნება“
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობა დატოვა. მაღლაფერიძე აღნიშნულ პოსტს 2017 წლიდან იკავებდა.
2020NEWS.GE
კომენტარები