თამარ ბაჩალიაშვილის სახლიდან გამომძიებლებმა ინტერნეტის როუტერი წაიღეს, თუმცა რა ინფორმაციის მიღებას ვარაუდობს გამოძიება, უცნობია. სამართალდამცველებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
თამარ ბაჩალიაშვილის მამა ვარაუდობს, რომ ინტერნეტის როუტერის ამოღება, შესაძლოა, თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებამდე მის საცხოვრებელ სახლთან შემჩნეულ მანქანას უკავშირდებოდეს. მისი განცხადებით, კორპუსის მიმდებარედ Toyota Camry-ს მარკის ავტომობილს ხედავდნენ ხოლმე, რომელშიც ორი მგზავრი, გოგო და ბიჭი, გვიანობამდე ისხდნენ და კომპიუტერით სარგებლობდნენ.
ოჯახი ეჭვობს, რომ, შესაძლოა, ვიღაც თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერთან დაკავშირებას ცდილობდა.
“მანქანა იდგა ხოლმე დიდი ხნის განმავლობაში აქ, ქემრის მარკის მანქანა. რაც ეს ამბავი მოხდა, გაქრა, აღარ ჩერდება ის მანქანა აქ. შუაღამემდე იდგა ხოლმე აქ. როგორც გავიგეთ, გოგო და ბიჭი ყოფილან, კომპიუტერზე რაღაცას მუშაობდნენ. სახლიდან არის 7-8 მეტრის დაშორება”
კომენტარები