სუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“მახსენდება 2012 წელი, კარგი დრო. მაშინ, მიუხედავად შიშისა, დევნისა, იყო ემოციებით აღსავსე და გამარჯვების ჟინით განმსჭვალული საარჩევნო კამპანია. უმრავლესობას, ახალგაზრდებს, BERAს იმდროინდელ ჰიტებზე გულწრფელად გვქონდა ემოცია და ადრენალინის მოზღვავება. (აი ტანში ჟრუანტელს, რომ ვეძახით)…
ეს ზუსტად იმ ემოციის გამოძახილი იყო, რაც მოსალოდნელ გამარჯვებას მოაქვს ხოლმე ადამიანისთვის. აქციების წინ მაისურებს ვურიგებდით ხალხს და ისეთი მოთხოვნა იყო ზოგჯერ ვეღარ ვუმკლავდებოდით დიდ მასას და ზემოდან ვყრიდით, რომ აეღოთ…
მთელი საქართველო, ყველა სოფელი მოვიარეთ ფაქტიურად ფეხით, ხალხს ჩვენ ვხვდებოდით უშუალოდ, ვეწეოდით აგიტაციას და ვამზადებდით ე. წ. ლიდერების შეხვედრებს. რა თქმა უნდა ბევრი კურიოზიც გადაგვხდა თავს, ეხლა ერთს გავიხსენებ.
გურია- მოგეხსენებათ ხალხი იყო ცვლილებების მოლოდინში და სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა კითხვებს გვისვამდნენ, კახეთში ძირითადად ყურძნის ფასზე და მიწებზე, ლტოლვილები აფხაზეთში და სამაჩაბლოში საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე, გორში ხილის ბაზარზე და ფასებზე… ძირითადად რეგიონებში-პენსია, დასაქმება, ინფრასტრუქტურა….
მოკლედ ყველგან ყოფითი და სოციალური პრობლემები ისმოდა ძირითადად, გამონაკლისის გარდა. ხოდა ჩასულები ვართ გურიაში, რიგდება სააგიტაციო მასალა და ერთერთი სახლის წინ, ხის გრძელ სკამზე ზის რამდენიმე გურული გლეხი, დაახლოებით 70-80 წლამდე. დავურიგეთ გაზეთები ფლაერები მოსაწვევები და ვქაქანებთ “მესიჯბოქსით,” რაც იყო მაშინ
გამაჩერა ერთერთმა და მეუბნება: მაი ყველაფერი კაია ძამა, კარგად მუსაიფობ, მაგრამ შენ ის მითხარი, რაც მთავარია, ჩვენი და ნატოს ამბავი რაფერ იქნება რაფერო”
კომენტარები