სირთულეები ჩემი სტიქიაა და ამ მიზეზითაც მოვხვდი ყველაზე რთულ ოლქში, – ასე აფასებს საბურთალოს ოლქში წარდგენილი ოპოზიციის საერთო კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი დღევანდელ გადაწყვეტილბას.
„დიდი მადლობა ყველას ვინც იყო ინიციატორი და ვინც მხარი დამიჭირა, რომ ოპოზიციის გადაწყვეტილებით საბურთალოს ოლქში დავესახელებინე საერთო კანდიდატად.
სირთულეები ჩემი სტიქიაა და ამ მიზეზითაც მოვხვდი ყველაზე რთულ ოლქში.
დანარჩენი დამოკიდებულია შრომაზე და იღბალზე“, – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილი.
შეგახსენებთ, დღეს გაერთიანებულმა ოპოზიციამ საბურთალოზე ირაკლი ოქრუაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთში კი ზურაბ ჯაფარიძე წარადგინა.
კომენტარები