დღეს საქართველოს პარლამენტთან სამართალდამცველებმა უფლება არ მისცეს ოპოზიციის ლიდერებსა და მალხაზ მაჩალიკაშვილს შესულიყვნენ სამთავრობო შენობაში, რათა ბრიფინგი ჩაეტარებინათ.
მალხაზ მაჩალიკაშვილი განცხადებას ავრცელებს:
„ერთი შემიძლია ვთქვა, მე მალხაზ მაჩალიკაშვილს მომიკლეს უდანაშაულო მძინარე ბავშვი, შემდგომ ამ ბავშვს დააბრალეს ტერორიზმი, გამოაცხადეს ტერორიზმში ეჭვმიტანილად.
ის ბავშვი არც ერთხელ დაკითხულა, მას ჩვენება არა აქვს მიცემული, მესამე წელია დუმს ცივ სამარეში. ამ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა დაამარცხოს უდანაშაულო მოკლული თემირლანი მაჩალიკაშვილის მამა ვახა თერლოევი, მთელმა სახელმწიფომ გადაწყვიტა ყველა თავიანთი ბინძური მექანიზმით შეებრძოლოს მალხაზ მაჩალიკაშვილს და მებრძვიან, ვნახოთ ვინ ვისი აჯობებს, ვნახოთ.
ზუსტად ვიცოდი, რომ ამათ არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდათ, უბრალოდ შეცდომა მოუვიდათ, მაგ შეცდომის აღიარება გაუჭირდათ. შემდგომ ამის გადაფარვაში მთელი სტრუქტურები ჩაება. მაღალი თანამდებობის პირები მეუბნებოდნენ, ვიცით ბატონო ვახა, ვიცით შეცდომაა, დანაშაულია, მაგრამ ამის აღიარება გვიჭირს, თუ მოხდა ამის აღიარება, ხელისუფლება ამას გადაყვება, მე ამას მოგონილს არ ვამბობ.
ამის მერე გაძლიერებულ პროტესტს მიიღებენ ჩემგან. „ქართული ოცნების“ არც ერთ წევრს არ მივცემ საშუალებას, რომ კამერის წინ დადგეს. ამას გაჩვენებთ, თქვენ ჟურნალისტებს და მთელ ქვეყანას. ამ ნაძირალა, კრიმინალთა ხროვას, გახრწნილ ხელისუფლებას მნიშვნელობა არა აქვს ჩემთვის, ყველა ერთნაირი გახრწნილია, ყველა ერთნაირი ჩათლახი და გაფუჭებულია, ყველა ერთმანეთზე უარესი კრიმინალია, ყველა კალაპოტიდან, ადამიანური ჩარჩოდან ამოვარდნილი ნაძირალაა.
მოგმართავთ მე, მალხაზ მაჩალიკაშვილი, ვახ ტერლოევი მთელს სახელისუფლებო ორგანოებს, დედას გიტირებთ. პოლიტიკურად ვეუბნები ყველას, დედას გიტირებთ, თქვენ არც პოლიტიკოსები ხართ და არც ადამიანები, თქვენ არაფერი არა ხართ, ნაძირალათა, გახრწნილთა ხროვა ხართ“
კომენტარები