უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე, მედიასთან საუბრობს:
“ზოგადად ჩვენ ვერიდებით დღემდე ხისტი განცხადებების კეთებას მაჩალიკაშვილზე, გარდაცვლილ ადამიანზე საუბარი უმძიმს ყველას, ვინ იყო, რას აბრალებდნენ თუ არ აბრალებდნენ, ამაზე საუბარი ყველას გვიმძიმს, მათ შორის ჩვენ. დახურულ სხოდომაზე მოვისმინეთ უამრავი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, თუმცა, არ საუბრობენ ამ ინფორმაციაზე, იცავენ კანონს და ეშინიათ.
კომისია უნდა შეიქმნას მაშინ, როცა არის საეჭვო გარემოებები, როცა ვერ ერკვევიან, ასეა, როგორც პროკურატურა ამბობს, თუ არა – საჭიროებას ვერ ვხედავთ. მე პირადად კითხვის ნიშნები არა მაქვს.
მხოლოდ იმიტომ რომ პროვოკატორობენ, ამიტომ უნდა შეიქმნას საპარლამენტო კომისია? ასე უნდა შეიქმნას მაშინ ყოველ კვირაში საპარლამენტო კომისია?
ყველა ადამიანმა იცის საქართველოში მალხაზ მაჩალიკაშვილის და თემირლან მაჩალიკაშვილის სახელი და გვარი.
არავინ იცის, ვანო ბულაშვილის სახელი და გვარი, რომელიც ამ ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაიღუპა, ეს არის პიარი.”
კომენტარები