ჟურნალისტი, დათო ხვადაგიანი, სოციალურ ქსელში წერს:
“ალიო, „ოცნება“, პრემიერ-მინისტრებ-თბილისის მერიანად რომ „დაშტრაკუნობთ“ ყოველდღე რეგიონებში და პარტიის საპარლამენტო დეპუტატობის კანდიდატების ქება-დიდებაში ხართ, სხვა საქმე ბიძიკო არაფერი გაქვთ ?
სად გიწერიათ ეგ, რომ აგიტაცია-პროგანადაა პრემიერის, მინისტრების და მერის საქმე ? სხვა ყველაფერი დალაგებულ-დავარცხნილი გაქვთ და ქვეყანას პრობლემები აღარ აწუხებს ?
გყავთ ბატონო პარტიის თავმჯდომარე და უშუალოდ მაგის საქმეა ეგ „შტრაკუნი“ რეგიონებში, აგიტაცია და წარდგენები.
ჰოდა, მიხედოს საქმეს !!! თქვენ კი თქვენს პირდაპირ მოვალეობებს და საკეთებელს მოუარეთ !!!”
კომენტარები