ტვ პირველის ინფორმაციით, “ოცნების” მაღალჩინოსნის, კერძოდ კი, ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის, ბესო ტაბიძის ვაჟი დააკავეს. მას ბათუმში ერთ-ერთ ლომბარდზე თავდასხმას ედავება გამოძიება.
შემთხვევა გუშინ მოხდა.
ლანჩხუთში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ვაჟი, ლომბარდის მეპატრონეს თავს დაესხა და აგური ჩაარტყა.
როგორც ირკვევა, დაკავებულმა თანხის წაღება ვერ მოასწრო.
დაკავებულის ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.
ბესო ტაბიძე დღეს დილით შვებულებაში გავიდა ოფიციალურად.
დაკავებული 18 წლის ახალგაზრდაა.
ბესო ტაბიძე წლების მანძილზე იყო პოლიციის თანამშრომელია და იგი ლანჩხუთის პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობასაც იკავებდა.
კომენტარები