დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი, ტვ პირველის ეთერში აცხადებს:
“არ არსებობს ისეთი დოკუმენტი, რომელიც მისცემს უფლებას პარლამენტის თავმჯდომარეს, არ შეუშვას მოქალაქე, მივმართავ ჩემს კოლეგას, მამუკა მდინარაძეს, კარგად წაიკითხოს დოკუმენტები.
პარლამენტის თავმჯდომარეს მხოლოს მაშინ შეუძლია შეზღუდოს მოქალაქეთა დაშვება პარლამენტში, როცა უსაფრთხოების რისკები არსებობს და ეს ხდება მაშინ, როცა საუბარია ხალხის მასობრივ შესვლაზე.
შესაბამისად, მალხაზ მაჩალიკაშვილს ჰქონდა პარლამენტში შესვლის და ბრიფინგის მოწყობის უფლება.”
კომენტარები