ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, პარტია მოსახლეობას, რომლებიც მთავრობისგან 200 ლარიან დახმარებას იღებენ, მხოლოდ ტექნიკურად ეხმარებოდა და ამით არანაირი პოლიტიკური ქულების დაწერას არ ცდილობს.
„ვიცით, რომ სახელმწიფომ 17 წლამდე ახალგაზრდებისთვის 200 ლარიანი დახმარება გამოყო, მაგრამ მარტო ამ თანხის გამოყოფა საკმარისი არაა, აუცილებელია, რომ მთავრობას ხალხი უზრუნველყო, რათა მათ იოლად შეძლებოდათ დარეგისტრირება. ჩვენ ამ პროცესმა გვაჩვენა, რომ მოსახლეობას რეგისტრაციის გავლის სერიოზული პრობლემა აქვს, ინტერნეტიზაციის მაღალი ხარისხი არაა, არ აქვთ კომპიუტერები. შესაბამისად, ჩვენ გამოვიჩინეთ ინიციატივა მოსახლეობას ტექნიკურად დავხმარებოდით. საკმაოდ ბევრი ხალხი მოვიდა დახმარების თხოვნით ჩვენს ოფისებში, თუმცა ამან აღშფოთება „ქართული ოცნება.
“ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, მოსახლეობას ამ პროცესში დახმარება გავუწიოთ. ეს დახმარება იყო უსასყიდლო და ასევე გაგრძელდება. ტექნიკურად ვეხმარებით ჩვენ მხოლოდ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ.“
შეგახსენებთ, მთავრობამ ოპონენტები ბავშვებისათვის განკუთვნილი დახმარებებით პოლიტიკური დივიდენტების დაუმსახურებლად მოპოვებაში დაადანაშაულა.
2020NEWS.GE
კომენტარები